Loading

ყველა სიახლე

12-11-2023

სათამაშო ბიზნესის მარეგულირებლების საერთაშორისო ასოციაციის ახალმა პრეზიდენტმა ბენ ჰადენმა ბოტსვანის საერთაშორისო კონფერენცია შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა ყველა სპიკერს, ექსპერტს, პანელში მონაწილეებს, სპონსორებს, პარტნიორებს და ხაზი გაუსვა მათი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ბენ ჰადენი საერთაშორისო ასოციაციის ახალ პრეზიდენტად ბოტსვანის კონგრესზე წარადგინეს.  “შემდეგი ორი წლის განმავლობაში მე გავაგრძელებ წინა პრეზიდენტის, ჯეისონ ლეინის დაწყებულ საქმეებს. ახლა სათამაშო ბიზნესის რეგულაციის სფეროში ყოფნა დიდი გამოწვევაა. ჩვენ წავახალისებთ სხვადასხვა იურისდიქციებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ჩვენი გაერთიანების სიმტკიცისთვის” - განაცხადა ბენ ჰადენმა.
საერთაშორისო ასოციაციის შემდეგი ყოველწლიური კონფერენცია 2024 წელს რომში გაიმართება.