Loading

ჩვენს შესახებ

რენდომ სისტემს ჯორჯია საერთაშორისო კომპანიის Random Systems International-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ Random Group-ს მიეკუთვნება. რენდომ სისტემსი საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული პირია, რომელმაც უნიკალური მაღალტექნოლოგიური ელექტრონული სისტემა დანერგა. ამ სისტემის დახმარებით კომპანია სათამაშო ინდუსტრიის პროდუქტებისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას უწევს მონიტორინგს. 

ჩვენი ძირითადი საქმიანობაა თამაშობების ორგანიზატორებისა და მიმწოდებლების ზედამხედველობა, მთლიანად სათამაშო ინდუსტრიის მონიტორინგი და კონტროლი. 
ასევე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, სათამაშო ბიზნესში მოქმედი მსოფლიო   პრაქტიკის და სტანდარტების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის რჩევების და რეკომენდაციების გაცემა - მათი ეტაპობრივი განხორციელების მიზნით. ეს საბოლოოდ სამართლიანი თამაშისთვის საჭირო პირობების შექმნას ემსახურება.
კონტროლის ელექტრონული სისტემის მიერ სათამაშო პროცესის სრული მონიტორინგი და კონტროლი მიმდინარეობს მოთამაშეების ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გარეშე.

ჩვენი მისიაა სათამაშო ბიზნესი საქართველოში გახდეს მეტად გამჭვირვალე, სახელმწიფოს გააჩნდეს კონტროლისა და მონიტორინგის დახვეწილი და თანამედროვე საშუალებები, რაც გაზრდის მოთამაშეთა ნდობას პროცესის მიმართ და უზრუნველყოფს სამართლიან თამაშს რეგულირებად გარემოში. თავის მხრივ კი სწორად განვითარებული სარეგულაციო ჩარჩოს პირობებში ქვეყანაში შესაძლებელია გაჩნდეს ეკონომიკის განვითარების დამატებითი საშუალებები და მიმზიდველი გარემო მოცულობითი უცხოური ინვესტიციებისთვის. 

scroll

ყველა სიახლე

რენდომ სისტემს ჯორჯია საერთაშორისო გამოფენაზე ICE London 2023
"რენდომ სისტემს ჯორჯია" სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში -  ICE London 2023 - მონაწილეობს. ICE აერთიანებს საინტერესო გადაწყვეტებისა და სათამაშო ბიზნესის პროფესიონალებს, ისევე როგორც ამავე სფეროს მარეგულირებლებს მთელი მსოფლიოდან. წელს გამოფენას ესწრება 35000-ზე მეტი მონაწილე, 650-მდე კომპანია წარმოდგენილია 150-ზე მეტი ქვეყნიდან. ინდუსტრიის წარმომადგენლების ეს ყოველწლიური შეკრება შესანიშნავ და ექსკლუზიურ შესაძლებლობას წარმოადგენს როგორც  ტექნოლოგიური, ისე სოციალიზაციის კუთხით. კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ამ საერთაშორისო გამოფენის ნაწილი, შევხვდეთ კოლეგებს მთელი მსოფლიოდან, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ინდუსტრიის განვითარებაში და საკუთარ ქვეყანაში მისი საუკეთესო ნაწილი გავაზიაროთ. წარმოვადგენთ საქართველოს და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ქვეყნისთვის, ინვესტორებისა და დაინტერესებული კომპანიების სახით, იმავდროულად კომპანია ორიენტირებულია სახელმწიფო პოლიტიკისა და განვითარების გაცხადებული კურსის შესრულებაზე.