Loading

ყველა სიახლე

22-01-2025

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საერთაშორისო გამოფენა ICE (International Casinos Exhibition, კაზინოების საერთაშორისო გამოფენა) 2025 მიმდინარეობს. გლობალური სათამაშო ბიზნესის საზოგადოების წევრები და ინდუსტრიის პროფესიონალები ამ სფეროს ყველაზე გავლენიან ბიზნეს და საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ. სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები ერთმანეთს მოსაზრებებსა და გამოცდილებას უზიარებენ. წელს გამოფენას 55 ათასზე მეტი უნიკალური დამსწრე ჰყავს, 630 საერთაშორისო მონაწილე და 384 სპიკერი სამი დღის განმავლობაში. 

რენდომ სისტემს ჯორჯია ბარსელონაში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს და ახალ კონტაქტებსაც ამყარებს. კომპანიის წარმომადგენლები გამოფენის ფარგლებში სათამაშო სფეროს რეგულაციის თემაზე გამართულ სესიებს დაესწრნენ, რომლებიც რეგულატორების საერთაშორისო ასოციაციამ ჩაატარა. “ჩვენს კოლეგებსა და დარგის პროფესიონალებს ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ როგორ გავზარდოთ ინდუსტრიის რეპუტაცია და პასუხისმგებლიანი რეკლამირება. ერთერთი მთავარი თემა იყო გემბლინგის, სპორტისა და მედიის თანამშრომლობა უფრო ფართო  აკრძალვების თავიდან აცილების მიზნით. ჩვენ  ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების რეგულატორებთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან, რომ საქართველოს ბაზარზე ახალი ხედვა და ახალი მიდგომები შემოვიტანოთ, ასევე ჩვენი ქვეყნის მზარდი ბაზრით მსოფლიო ინვესტორები დავაინტერესოთ. ჩვენი მიზანია აქტიურად ვითანამშრომლოთ  გლობალურ ორგანიზაციებთან, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ საქართველოში და მხარს ვუჭერთ რომ მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციები საქართველოში ჩატარდეს” - ამბობს რენდომ სისტემს ჯორჯიას იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წამალაიძე.