Loading

ყველა სიახლე

რენდომ სისტემს ჯორჯია საერთაშორისო გამოფენაზე ICE London 2023
"რენდომ სისტემს ჯორჯია" სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში -  ICE London 2023 - მონაწილეობს. ICE აერთიანებს საინტერესო გადაწყვეტებისა და სათამაშო ბიზნესის პროფესიონალებს, ისევე როგორც ამავე სფეროს მარეგულირებლებს მთელი მსოფლიოდან. წელს გამოფენას ესწრება 35000-ზე მეტი მონაწილე, 650-მდე კომპანია წარმოდგენილია 150-ზე მეტი ქვეყნიდან. ინდუსტრიის წარმომადგენლების ეს ყოველწლიური შეკრება შესანიშნავ და ექსკლუზიურ შესაძლებლობას წარმოადგენს როგორც  ტექნოლოგიური, ისე სოციალიზაციის კუთხით. კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ამ საერთაშორისო გამოფენის ნაწილი, შევხვდეთ კოლეგებს მთელი მსოფლიოდან, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ინდუსტრიის განვითარებაში და საკუთარ ქვეყანაში მისი საუკეთესო ნაწილი გავაზიაროთ. წარმოვადგენთ საქართველოს და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ქვეყნისთვის, ინვესტორებისა და დაინტერესებული კომპანიების სახით, იმავდროულად კომპანია ორიენტირებულია სახელმწიფო პოლიტიკისა და განვითარების გაცხადებული კურსის შესრულებაზე.

რენდომ სისტემს ჯორჯია SIGMA 2022-ზე
რენდომ სისტემს ჯორჯია მსოფლიოს უდიდესი გეიმინგ ფესტივალის - SIGMA 2022-ის მონაწილეა. მალტა მასპინძლობს მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, რომელშიც ჩართულია iGaming-ის ინდუსტრიის შემადგენელი სხვადასხვა სეგმენტები, როგორებიცაა რეგულაცია, პასუხისმგებლიანი თამაშობები და ამ სექტორთან დაკავშირებული მარკეტინგული აქტივობებიც კი.  სამი დღის განმავლობაში ოპერატორები, პროვაიდერები, IT ექსპერტები, ინოვატორები , მეწარმეები და ინვესტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთად მონაწილეობენ შეხვედრებში, დისკუსიებში, ვორქშოპებში და სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვან აქტივობებში. 
სლოგანით - ახალი ადგილი შეხვედრისთვის - რენდომ სისტემს ჯორჯია სექტორის წარმომადგენლებს, ბაზრის დიდ მოთამაშეებს და პოტენციურ პარტნიორებს ხვდება და  აქტიურად მუშაობს საქართველოს სათამაშო ბაზრის მდგრადი განვითარებისთვის.

"რენდომ სისტემს ჯორჯია" iGaming გამოფენაზე iGB LIVE Amsterdam 2022
"რენდომ სისტემს ჯორჯია" ამსტერდამში iGaming-ის გამოფენას IGB LIVE Amsterdam 2022-ს დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილები იყვნენ როგორც თამაშების მწარმოებელი კომპანიები, ასევე საგადახდო პროვაიდერები, სათამაშო აღჭურვილობის მწარმოებლები, მზა ტექნიკური გადაწყვეტის მიმწოდებლები და საერთაშორისო ლაბორატორიები. 
კომპანიის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს პოტენციურ ნებართვის მაძიებლებთან და სხვა დაინტერესებულ კომპანიებთან, გააცნეს მათ საქართველოს, როგორც ახალი იურისდიქციის მახასიათებლები და ერთობლივად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. "რენდომ სისტემს ჯორჯია"-ს განცხადებით, უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზე რამდენიმე ახალი საინტერესო კომპანია გამოჩნდება, რომლებთანაც ამსტერდამში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი წარმატებით დასრულდა.
„ამსტერდამში გამართული გამოფენა განსაკუთრებით საინტერესოა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიების გაცნობისა და მათი ჩვენი ქვეყნით დაინტერესებისათვის. საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლები და რა თქმა უნდა თამაშების მწარმოებლები არის ის კატეგორია, რომელთა ბაზარზე შემოსვლა ემსახურება ერთის მხრივ მთლიანად ინდუსტრიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას, ხოლო მეორეს მხრივ, წარმოქმნის მოთხოვნას ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ სპეციალისტებზე ადგილობრივ ბაზარზე, რაც თავისთავად ქვეყანაში დამატებით ღირებულებას შექმნის“-აცხადებს "რენდომ სისტემს ჯორჯია"-ს დირექტორი ოთარ ბაქრაძე.

"რენდომ სისტემს ჯორჯია" საერთაშორისო გამოფენაზე ICE LONDON 2022
"რენდომ სისტემს ჯორჯია" სათამაშო ტექნოლოგიების ყველაზე მასშტაბურ გამოფენას - ICE London 2022-ს დაესწრო. გამოფენა სათამაშო ინდუსტრიის ყველა მიმართულებას  მოიცავს - როგორც ფიზიკურად მოწყობილ ობიექტებს, ასევე ციფრულ არხებს. წელს გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 450 მონაწილე იყო წარმოდგენილი და მას 30 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრო. “მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ  ამ ღონისძიებაში, ეს საუკეთესო საშუალებაა შევხვდეთ კოლეგებს, ოპერატორებს და მარეგულირებელ კომპანიებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ერთმანეთს გავუზიაროთ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეები და გამოცდილება” - აცხადებს "რენდომ სისტემს ჯორჯია"-ს დირექტორი ოთარ ბაქრაძე.

ინტერვიუ მარკ პეისთან გადაცემაში The Check Points

Random Systems International-ის აუდიტისა და სერტიფიცირების პროცესის ხელმძღვანელის, მარკ პეისის ინტერვიუ გადაცემაში The Check Points, საქართველოში ბოლო დროს ამოქმედებული რეგულაციებისა და არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ.

მარკ პეისი გადაცემაში Forbes Talks

Random System International-ის აუდიტისა და სერტიფიცირების პროცესის ხელმძღვანელი მარკ პეისი სტუმრად გადაცემაში Forbes Talks გიორგი ისაკაძესთან. მისი საქმიანობისა და გამოცდილების, Random Systems International-ის, Random Systems-ის შერჩევისა და რეგულაციების შესახებ.