Loading

ყველა სიახლე

10-04-2024

ფლორიდაში დღეს იხსნება IMGL ( (International Masters of Gaming Law) საგაზაფხულო კონფერენცია. ასოციაცია IMGL მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამასზე მეტ წევრს აერთიანებს. ასოციაციის წევრები არიან სათამაშო ბიზნესის სფეროს წამყვანი ექსპერტები საკუთარ იურისდიქციებში, ისინი მსოფლიოში აზარტული თამაშების კანონმდებლობისა და რეგულაციების სფეროში განვითარებულ პროცესებს ზედმიწევნით კარგად იცნობენ. ასოციაციას საგანმანათლებლო მისია აქვს. ის ყოველწლიურად ორ ძირითად საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რაც ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის  ცოდნის გაღრმავების, ასევე კავშირების გამყარების საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა. რენდომ სისტემს ჯორჯიას კონფერენციაზე წარმოადგენს გიორგი წამალაიძე - კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. როგორც კონფერენციის სპიკერი, გიორგი ისაუბრებს 2024 წელს  სათამაშო ინდუსტრიის რეგულირების მიზნებსა და არსებულ რეალობას შორის ბალანსის აუცილებლობაზე.