Loading

ყველა სიახლე

26-09-2024

პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში SBC სამიტი მიმდინარეობს. ინდუსტრიის წამყვანი  25 ათასი დელეგატი ლისაბონის საერთაშორისო საგამოფენო კომპლექსში გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის  შესაძლებლობების მოძიების და  ინდუსტრიის ინოვაციების გასაცნობად შეიკრიბა.
"რენდომ სისტემს ჯორჯია" ლისაბონში მიმდინარე ღონისძიებას ესწრება და ლიდერების სამიტშიც მონაწილეობს. კომპანიის წარმომადგენლები ინდუსტრიის სპეციალისტებს  კომპანიის ხედვას და საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ. 
კომპანიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წამალაიძე გლობალური ბაზრის - ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული მრგვალი მაგიდის თანაწამყვანია, რომლის ფარგლებში ხდება ახალი შესაძლებლობების გაზიარება ლიცენზიების მაძიებლებისთვის და სადაც რეგიონული ბაზრის რეგულირებად იურისდიქციებში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.