Loading

ყველა სიახლე

24-07-2024

საქართველოს პარლამენტის მიერ ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, ისევე როგორც სათამაშო აპარატების თამაშობებისა და ტოტალიზატორის ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვები ხდება ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება. ამ შემთხვევაში  ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობისას  ერთი  ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე − უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სისტემურ ელექტრონული ფორმით სამორინის, ისევე როგორც სათამაშო აპარატების თამაშობებისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორი ვალდებული ხდება მიუთითოს ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, აგრეთვე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი). აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.