Loading

ყველა სიახლე

02-11-2023

თბილისმა iGaming-ისა და სპორტული ბეთინგის პირველ SBC სამიტს უმასპინძლა.
შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონების უმსხვილეს  საერთაშორისო კონფერენციაზე  ინდუსტრიის ლიდერები, დარგის ექსპერტები და  ინოვაციური ციფრული პროგრამებისა და ტექნოლოგიების მომწოდებლები შეიკრიბნენ. 
SBC სამიტზე ორმოცამდე მომხსენებელმა განიხილა საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბულგარეთის და რუმინეთის ფართომასშტაბიან ბაზრებზე არსებული ახალი შესაძლებლობები iGaming-ისა და სპორტული ბეთინგის სექტორში.
სამიტზე “რენდომ სისტემს ჯორჯია”-ს კომპანიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი წამალაიძე წარმოადგენდა. მან სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებაზე, მნიშვნელოვან ცვლილებებსა და ტენდენციებზე ისაუბრა. კითხვები შეეხებოდა როგორც შერჩეული პირის საქმიანობას, ასევე ინდუსტრიის განვითარების და საქართველოს, როგორც iGaming-ის ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობებს.