Loading

ყველა სიახლე

27-07-2022

"რენდომ სისტემს ჯორჯია" ამსტერდამში iGaming-ის გამოფენას IGB LIVE Amsterdam 2022-ს დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილები იყვნენ როგორც თამაშების მწარმოებელი კომპანიები, ასევე საგადახდო პროვაიდერები, სათამაშო აღჭურვილობის მწარმოებლები, მზა ტექნიკური გადაწყვეტის მიმწოდებლები და საერთაშორისო ლაბორატორიები. 
კომპანიის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს პოტენციურ ნებართვის მაძიებლებთან და სხვა დაინტერესებულ კომპანიებთან, გააცნეს მათ საქართველოს, როგორც ახალი იურისდიქციის მახასიათებლები და ერთობლივად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. "რენდომ სისტემს ჯორჯია"-ს განცხადებით, უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზე რამდენიმე ახალი საინტერესო კომპანია გამოჩნდება, რომლებთანაც ამსტერდამში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი წარმატებით დასრულდა.
„ამსტერდამში გამართული გამოფენა განსაკუთრებით საინტერესოა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიების გაცნობისა და მათი ჩვენი ქვეყნით დაინტერესებისათვის. საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლები და რა თქმა უნდა თამაშების მწარმოებლები არის ის კატეგორია, რომელთა ბაზარზე შემოსვლა ემსახურება ერთის მხრივ მთლიანად ინდუსტრიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას, ხოლო მეორეს მხრივ, წარმოქმნის მოთხოვნას ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ სპეციალისტებზე ადგილობრივ ბაზარზე, რაც თავისთავად ქვეყანაში დამატებით ღირებულებას შექმნის“-აცხადებს "რენდომ სისტემს ჯორჯია"-ს დირექტორი ოთარ ბაქრაძე.