Loading

ყველა სიახლე

13-12-2023

iGaming Crossroads Summit-ს  დეკემბერში საქართველომ უმასპინძლა. თავისი უნიკალური მდებარეობის გამო ევროპასა და აზიას შორის, საქართველო არის ცენტრალური ადგილი, სადაც ბეთინგისა და გეიმინგის ინდუსტრიის ლიდერები შეიკრიბნენ. ადგილობრივი და საერთაშორისო სათამაშო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს კანონმდებლობა და რეგულაცია, ქცევის კოდექსი, პასუხისმგებლიანი თამაში, ახალი ტექნოლოგიები სათამაშო ბიზნესში და ა.შ. მოწვეულმა ექსპერტებმა ონლაინ თამაშის ტრენდებზე ისაუბრეს, ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობები და რეგულაციები. რენდომ სისტემს ჯორჯიას კონფერენციაზე  იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი წამალაიძე წარმოადგენდა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა რეგულაციის თემებზე საქართველოში, სარეკლამო აკრძალვებზე, ლიცენზიებზე, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო გამოწვევებზე და პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ინიციატივებზე. მან ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს  ეს ცვლილებები მთლიანად სათამაშო სექტორზე.