Loading

ყველა სიახლე

22-11-2023

Balkan Entertainment and Gaming Expo  2023 (BEGE) გაიხსნა დღეს სოფიაში. 65 ქვეყნიდან 6000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა ბულგარეთში, რომ წარმოადგინონ და ერთმანეთს გაუზიარონ ინდუსტრიის სიახლეები და სხვადასხვა ინოვაციური გადაწყვეტილებები. BEGE ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ევროპაში სათამაშო ბიზნესის სფეროში.  ეს არის შეხვედრების, დებატების, ურთიერთობის საკმაოდ დიდი პლატფორმა,  რომელშიც ჩართულია მოთხოვნისა და მიწოდების მიმართულებები, რეგულატორები, მესამე მხარეები და ინდუსტრიის ლიდერები.  ეს გამოფენა კარგი საშუალებაა რომ ადგილობრივი კომპანიები გაფართოვდნენ, გლობალურმა კომპანიებმა წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია, ვიზიტორები კი გაეცნონ უახლეს მიღწევებს.  “ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სამიტი, რომელიც გამოფენის ფარგლებში ტარდება, აქ ერთმანეთს ხვდებიან პროფესიონალები ოფლაინ და ონლაინ სექტორებიდან, ასევე რეგულატორები და ექსპერტები, რომლებიც ცვლიან ინფორმაციას, გამოცდილებას და იდეებს. აქ შესაძლებელია მივიღოთ უახლესი ინფორმაცია და ანალიზი სათამაშო ბიზნესის რეგულაციისა და ტექნოლოგიური განვითარების შესახებ მსოფლიოში” - ამბობს გიორგი წამალაიძე, რენდომ სისტემს ჯორჯიას იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. წლევანდელი ფორუმის თემებია - სათამაშო ბიზნესი და ხელოვნური ინტელექტი, ციფრული მარკეტინგის ტრენდები, ასევე  ვითარება რეგულაციებისა და პასუხისმგებლიანი თამაშის ნაწილში და მათი მომავალი.