Loading

ყველა სიახლე

07-02-2024

ლონდონში ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება ICE (International Casinos Exhibition) 2024 გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის პროფესიონალები და სხვადასხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების მომწოდებლები მთელი მსოფლიოდან ლონდონის ყველაზე დიდ საგამოფენო სივრცეში შეიკრიბებიან. გამოფენაზე 167 ქვეყანაა წარმოდგენილი. ICE უნივერსალური პლატფორმაა, სადაც ინდუსტრიის ყველა სექტორია წარმოდგენილი. მაღალტექნოლოგიური ღონისძიება ბიზნესის გაფართოებას, განვითარებას და ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება. “საერთაშორისო გეიმინგ ლაბორატორიებთან და თამაშის მწარმოებლებთან პირისპირ შეხვედრა არის გარანტია, რომ ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო და ზოგადად სარეგულაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით იარსებებს მკაფიო, ნათელი და ერთმნიშვნელოვანი მიდგომები ინდუსტრიაში, რაც დასახული მიზნების მიღწევისა და რაც მთავარია, დადგენილი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად წარმოდგენის გარანტია იქნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა დიდი ბრიტანეთის სათამაშო ბიზნესის კომისიასთან, რაც გვჯერა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველი იქნება ორ იურისდიქციას შორის” - ამბობს გიორგი წამალაიძე, რენდომ სისტემს ჯორჯიას იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.