„რენდომ სისტემს ჯორჯიას“ (იხილეთ აქ:
www.rsig.ge) ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვა გახლავთ. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეს დოკუმენტი გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ და რა ტიპის მონაცემებს აგროვებს, იწერს და იყენებს „რენდომ სისტემსი“.
თუ ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით შეკითხვა გაგიჩნდებათ ან საჭიროებთ დამატებით ინფორმაციას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მიესადაგება მხოლოდ „რენდომ სისტემსის“ ონლაინ საქმიანობას და შესაბამისად, ვებასიტის მომხმარებლებსა და დამთვალიერებლებს და მათ მიერ „რენდომ სისტემსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციას. ის არ ეხება არანაირ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა ოფლაინ, ან ამ საიტისგან განსხვავებული არხების მეშვეობით იქნას შეგროვებული.
თანხმობა
ვებსაიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და წინამდებარე წესებს.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ
თქვენი მიწოდებული პირადი ინფორმაციის რაობა და საჭიროება მისი მიწოდების მოთხოვნისთანავე იქნება თქვენთვის განმარტებული.
თუ პირდაპირ დაგვიკავშირდებით, შესაძლოა თქვენზე მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ: თქვენი სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ჩვენთვის გამოგზავნილი შეტყობინების ან/და დანართების შინაარსი და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენი ნებით მოგვაწოდებთ.
ანგარიშის დარეგისტრირებისას შესაძლოა მოგთხოვოთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, კომპანიის სახელი, მისამართი, ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
როგორ ვიყენებთ თქვენ ინფორმაციას
შეგროვებულ ინფორმაციას სხვადასხვაგვარად ვიყენებთ:
- ვებსაიტის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
- ვებსაიტის გაუმჯობესების, ინდივიდუალური მორგებისა და გაფართოების მიზნებისათვის;
- თქვენ მიერ ვებსაიტის გამოყენების სტილის აღქმისა და ანალიზის მიზნებისათვის;
- ახალი პროდუქციის, მომსახურების, ფუნქციების განვითარების მიზნებისათვის;
- თქვენთან პირდაპირი ან პარტნიორის მეშვეობითი კონტაქტის დასამყარებლად, მათ შორის: მომხმარებელთან ურთიერთობის, სიახლეებისა და ვებსაიტთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მოწოდების, მარკეტინგისა და პოპულარიზაციის მიზნებისათვის;
- თქვენთვის ელ.ფოსტის გამოსაგზავნად
- გაყალბების შემთხვევების პოვნისა და აღმოფხვრის მიზნებისათვის;
ლოგ-ფაილები
„რენდომ სისტემსი“ სარგებლობს ლოგ-ფაილების სტანდარტული პროცედურით: ეს ფაილები აღრიცხავენ დამთვალიერებლებს, როდესაც ისინი ვებსაიტს სტუმრობენ. ეს პროცედურა ყველა მასპინძელი კომპანიისა და მისი მომსახურების ანალიტიკის შემადგენელი ნაწილია. ლოგ-ფაილებით შეგროვებული ინფორმაცია შეიცავს: IP მისამართებს, ბრაუზერის ტიპს, ინტერნეტ მომსახურების მომწოდებელს, ვიზიტის დროს, თარიღსა და ხანგრძლივობას, რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა დამთვალიერებელი ვებსაიტზე და შესაძლოა, დაწკაპუნების რაოდენობას. ეს მონაცემები არანაირად არ უკავშირდება რამე სახის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას. მათი შეგროვების მიზანი წარმოადგენს ტრენდების ანალიზს, ვებსაიტის ადმინისტრირებას, მომხმარებლების მიერ ვებსაიტის მოხმარების მონიტორინგს და დემოგრაფიული ინფორმაციის მოგროვებას.
„ქუქი“ ფაილები და ვებშუქურები
ნებისმიერი სხვა ვებსაიტის მსგავსად, „რენდომ სისტემსი“ „ქუქი“ ფაილებს იყენებს. „ქუქი“ ფაილები შემდეგი ინფორმაციის შესანახად გამოიყენება: რას ანიჭებენ დამთვალიერებლები უპირატესობას და ვებსაიტის რომელ გვერდებს სტუმრობენ ისინი. ეს ინფორმაცია გამოიყენება მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციის მიზნებისათვის, რათა ასე შევძლოთ, ვებსაიტი დამთვალიერებელთა სურვილებს, მათ ბრაუზერის ტიპს და ა.შ., მოვარგოთ.
რეკლამის განმთავსებელ პარტნიორთა კონფიდენციალურობის პოლიტიკა
„რენდომ სისტემსის“ თითოეული რეკლამის განმთავსებელი პარტნიორის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან გასაცნობად შეგიძლიათ მიმართოთ წინამდებარე სიას.
მესამე პირი რეკლამის მომწოდებლები ან/და სარეკლამო ქსელები „რენდომ სისტემსის“ ვებსაიტზე განთავსებულ რეკლამებსა და ბმულებში იყენებენ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა: „ქუქი“, „ჯავასკრიპტი“ და ვებშუქურები, რომლებიც, თავის მხრივ, პირდაპირ მომხმარებლის ბრაუზერს გადაეცემა და ამ პროცესში ავტომატურად იღებს მის IP მისამართს. ეს ტექნოლოგიები სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის განსასაზღვრად ან/და თქვენ მიერ გამოყენებული ვებსაიტების სარეკლამო კონტენტის თქვენზე მოსარგებად გამოიყენება.
გაითვალისწინეთ, რომ „რენდომ სისტემს“-ს მესამე პირის მიერ გამოყენებულ „ქუქი“ ფაილებზე არანაირი წვდომა ან/და კონტროლი არ გააჩნია.
მესამე პირების კონფიდენციალურობის პოლიტიკა
„რენდომ სისტემს ჯორჯია“-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ეხება სხვა ვებსაიტებსა თუ რეკლამის განმთავსებლებს. ამგვარად, გირჩევთ, რომ დეტალური ინფორმაციისათვის გაეცნოთ მესამე პირთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ასე საშუალება გექნებათ გაეცნოთ ამ საკითხთან დაკავშირებულ მათ პრაქტიკას, ინსტრუქციებს და არჩევით პუნქტებზე უარის თქმის შესაძლებლობებს.
„ქუქი“ ფაილებზე უარის თქმა შეგიძლიათ თქვენი ინდივიდუალური ბრაუზერის ოფციების გამოყენებით. თუ კონკრეტულ ვებ ბრაუზერებთან დაკავშირებული „ქუქი“ ფაილების მენეჯმენტზე მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ, მიმართოთ თავად ბრაუზერის ვებსაიტს.
GDPR მონაცემთა დაცვის უფლებები
იმაში დარწმუნების მიზნით, რომ თქვენი მონაცემების დაცვის უფლებების შესახებ სრული ინფორმაცია გაქვთ, წარმოგიდგენთ თქვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებებს საკითხთან დაკავშირებით:
წვდომის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების ასლი. ამ მომსახურების მისაღებად შესაძლოა მოგიწიოთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა.
შესწორების შეტანის უფლება -თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ჩვენგან ნებისმიერი ინფორმაციის შესწორება, რომელსაც არასწორად მიიჩნევთ. ასევე, მოითხოვოთ ნებისმიერი ინფორმაციის სრულყოფოფილი სახით წარმოდგენა, რომელსაც არასრულყოფილი სახით წარმოდგენილად მიიჩნევთ.
წაშლის უფლება -თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების წაშლა, გარკვეული პირობების საფუძველზე.
დამუშავების შეზღუდვის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, გარკვეული პირობების საფუძველზე.
დამუშავებაზე უარის თქმა - თქვენ გაქვთ უფლება, უარი თქვათ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე, გარკვეული პირობების საფუძველზე.
მონაცემთა გადატანის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემების სხვა დამმუშავებელთან ან პირდაპირ თქვენ დაქვემდებარებაში გადატანა, გარკვეული პირობების საფუძველზე.
თუ მოთხოვნას წარადგენთ, ჩვენ 1 თვის განმავლობაში გაცნობებთ პასუხს. თუკი გსურთ რომელიმე ამ უფლების განხორციელება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ინფორმაცია არასრულწლოვანთა შესახებ
ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტი გახლავთ ბავშების ონლაინ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა. ჩვენ ვურჩევთ მშობლებსა და მეურვეებს, რომ დააკვირდნენ, იმონაწილეონ ან/და მონიტორნიგი გაუწიონ და უხელმძღვანელონ ბავშვებს ონლაინ აქტივობაში.
„რენდომ სისტემს ჯორჯია“ შეგნებულად არ აგროვებს არანაირი სახის პირად და მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას 13 წლამდე ასაკის ბავშვებისგან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შვილს შესაძლოა ასეთი ინფორმაცია მოეწოდებინა ჩვენთვის, დაჟინებით გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ, რათა ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებში, რომ ჩანაწერებიდან ასეთი ინფორმაცია მყისიერად ამოიშალოს.